სიახლეები
23 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პუბლიკაციის - Privacy by Design კონცეფცია სამართალში (თარგმანი) - პრეზენტაცია.
სახელმძღვანელოში განხილულია პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თანამედროვე მიდგომები, რომელიც გამოსადეგია როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებისთვის.
პუბლიკაცია გამოცემულია კანადის, კერძოდ, ონტარიოს პირადი ცხოვრებისა და ინფორმაციის დაცვის კომისრის - ანა კავუკიანისა და Privacy and Big Data Institute-ის (Ryerson University, Canada) ავტორიზაციით.
აღნიშნული წიგნი თარგმნა - საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეულმა სპეციალისტმა - კახაბერ გოშაძემ.